ვაცის ნადიმი

მარიო ვარგას ლიოსა

₾ 29.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941310201
გვერდები 604
ფორმატი 20/14.5
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ
 
ვაცის ნადიმი დიდი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. 
 
რომანის მთავარი პერსონაჟი, ურანია კაბრალი, ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ პირველად ბრუნდება სამშობლოში მამასთან შესახვედრად. დომინიკის რესპუბლიკაში იწყებს იგი იმ ამბების გახსენებას, რომელთა გამოც მიატოვა თავისი ქვეყანა და დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა. 
 
ამის პარალელურად, მწერალი ოცდათხუთმეტი წლის წინანდელ დომინიკის რესპუბლიკაში – ტრუხილიოს ეპოქაში – აბრუნებს მკითხველს და ქრონოლოგიური სიზუტით აღადგენს დიდი პოლიტიკური მკვლელობის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს. 
 
ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა შეუდარებლად აღწერს დიქტატორული რეჟიმის არსს, თავისუფლებადაკარგული საზოგადოების დრამას და, რაც მთავარია, ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას. 
 
მარიო ვარგას ლიოსას ვაცის ნადიმი თანამედროვე კლასიკის ის შენაძენია, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს შორის. 


ხუთი კუთხე

მარიო ვარგას ლიოსა

₾ 19.95

Rating details · 3709 ratings · 8054 reviews