წყვდიადის გული

ჯოზეფ კონრადი

₾ 19.95

Rating details · 364889 ratings · 598631 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478642
გვერდები 358
ფორმატი 15x21
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ჯოზეფ კონრადი – პოლონური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, დასავლური მწერლობის რჩეული სახელი, მოდერნიზმის სათავეებთან მდგომი და შემაერთებელი ხიდი რომანტიკულ და მოდერნისტულ ეპოქებს შორის. მის დიდ ზეგავლენას ახალი დროის პროზაზე – და საერთოდაც ზოგად მხატვრულ ტენდენციებზე – აღიარებდნენ უილიამ ფოლკნერი, ტომას სტერნზ ელიოტი, ერნესტ ჰემინგუეი...

„წყვდიადის გული“ 1899 წელს დაიწერა და მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან რომანად. ჩარლზ მარლო, წიგნის მთავარი პერსონაჟი, ლონდონის მწუხრიდან ჯერ პირქუშ ბრიუსელში, შემდგომ კი დაუნდობელსა და სასტიკ მდინარე კონგოზე აღმოჩნდება და მიილტვის მის სიღრმეში, სავაჭრო კომპანიის შიდა სადგურისაკენ. კონრადის მკვლევარებისა და აღიარებული ლიტერატურისმცოდნეების აზრით, ესაა სწრაფვა ცივილიზაციიდან ამაოებისაკენ, სიცარიელისა და ბოროტებისაკენ, წყვდიადისაკენ, ძარცვისა და სამყაროს საწყისებისაკენ; კონგოზე მარლო თავის ტრაგიკულ ანტიპოდს, მისტერ კურცს ხვდება – იდეალისტს, რომელსაც აფრიკაში ცივილიზაციის შეტანის დაუოკებელი წყურვილი თანდათან ველურ და სახიფათო არსებად აქცევს.

ამ წიგნში შესული სამივე ნაწარმოები კარგად წარმოაჩენს ჯოზეფ კონრადის მხატვრული აზროვნების მასშტაბურობასა და თავისებურებას, ასევე ადასტურებს მის სტილურ არტისტიზმსა და შთამბეჭდაობას. 

ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა.

"წყვდიადის გული“ 1899 წელს დაიწერა და მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან რომანად. ჩარლზ მარლო, წიგნის მთავარი პერსონაჟი, ლონდონის მწუხრიდან ჯერ პირქუშ ბრიუსელში, შემდგომ კი დაუნდობელსა და სასტიკ მდინარე კონგოზე აღმოჩნდება და მიილტვის მის სიღრმეში, სავაჭრო კომპანიის შიდა სადგურისაკენ. კონრადის მკვლევარებისა და აღიარებული ლიტერატურისმცოდნეების აზრით, ესაა სწრაფვა ცივილიზაციიდან ამაოებისაკენ, სიცარიელისა და ბოროტებისაკენ, წყვდიადისაკენ, ძარცვისა და სამყაროს საწყისებისაკენ; კონგოზე მარლო თავის ტრაგიკულ ანტიპოდს, მისტერ კურცს ხვდება – იდეალისტს, რომელსაც აფრიკაში ცივილიზაციის შეტანის დაუოკებელი წყურვილი თანდათან ველურ და სახიფათო არსებად აქცევს.
ამ წიგნში შესული სამივე ნაწარმოები კარგად წარმოაჩენს ჯოზეფ კონრადის მხატვრული აზროვნების მასშტაბურობასა და თავისებურებას, ასევე ადასტურებს მის სტილურ არტისტიზმსა და შთამბეჭდაობას.
ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა.

წყვდიადის გული

ჯოზეფ კონრადი

₾ 19.95

Rating details · 364889 ratings · 598631 reviews