13 წელიწადი კოლხურ კოშკში

დალი ლოლუა

₾ 8.40 ₾ 12.95 -35%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478581
გვერდები
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ზვიად გამსახურდია იგონებდა, რომ სახლში, სადაც აღვიზარდე, მე გავიარე ქვეყნის მსახურების ნამდვილი აკადემიაო. ცხადია, იგი გულისხმობდა კონსტანტინე გამსახურდიას და მის იმ მეგობრებს – მწერლებს, მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც მასთან სტუმრობდნენ ხოლმე. ეს ხდებოდა მწერლის სახლში, რომელიც 1947 წლიდან 1958 წლამდე შენდებოდა და „მთვარის მოტაცების“ ავტორმა იმპოზანტური სახელი „კოლხური კოშკი“ უწოდა. ეს არც თუ დიდი ფართობის მქონე სახლი ზემო ვერაზე საშუალო ზომის ბაღთან ერთად არ ყოფილა მხოლოდ გარკვეული არქიტექტურული გეგმით ერთმანეთზე დალაგებული აგურები, არამედ კულტურული სივრცე, სადაც ცხოვრობდა მწერალი თავის შინაგან ემიგრაციაში.

„კოლხური კოშკი“ იყო ადგილი, სადაც კონსტანტინე გამსახურდიამ თითქოს დაასახლა საქართველოს ის ისტორია, რომელსაც 1921-1924 წლების ოკუპაციამ და რეპრესიებმა არ მისცეს საშუალება შემდგარიყო. სწორედ აქ ჩამოყალიბდნენ მოქალაქეებად და მებრძოლებად ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. დალი ლოლუა, ზვიად გამსახურდიას პირველი მეუღლე 1960-1973 წლებში, ცოცხლად და უშუალოდ მოგვითხრობს სწორედ ამ პერიოდზე, რის შესახებაც დღესდღეობით ან არაფერია ცნობილი, ანდა მხოლოდ მითოლოგიზებული, სქემატური ლეგენდები ვრცელდება.“ (კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ბოლოსიტყვაობიდან)