წითელთმიანი გოგონას დღიური
წითელთმიანი გოგონას დღიური\" ისეთივე ლაღი, მსუბუქი, ენერგიითა და სიყვარულით სავსე წიგნია, როგორიც თავად მისი ავტორი ცისნამი საყვარლიშვილი. ავტორი მოგვითხრობს ემიგრაციაში დაგროვილ ემოციებზე. კერძოდ ეს არის: ნოსტალგია მონატრება, შვილის გარეშე ყოფნის დარდი, სამშობლოს სიყვარული, მომავლის დიდი იმედი და სიყვარული. წიგნში თითოეული მკითხველი თავის სათქმელსა და საფიქრალს ამოიკითხავს. „წითელთმიანი გოგონას დღიური\" ცისნამი საყვარლიშვილის პირველი წიგნია. მასში შეტანილი ჩანაწერები აღებულია ავტორის ბლოგიდან და ფეისბუკ-გვერდიდან და ძირითადად 2014-2017 წლებშია დაწერილი. ბლოგის რამდენიმე ჩანაწერი შესულია კრებულში „ამბები საქართველოს გარეთ\" წინამდებარე წიგნში დაბეჭდილი ჩანაწერები კი პირველად ქვეყნდება. ავტორი იმედოვნებს, რომ კიდევ არაერთ წიგნს აჩუქებს მკითხველს. მარეხ ბეჟნიშვილი