ინტელექტის ახალი სერია – 10 რომანი დიქტატურაზე

„ვაცის ნადიმი“ დიდი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.


რომანის მთავარი პერსონაჟი, ურანია კაბრალი, ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ პირველად ბრუნდება სამშობლოში მამასთან შესახვედრად. დომინიკის რესპუბლიკაში იწყებს იგი იმ ამბების გახსენებას, რომელთა გამოც მიატოვა თავისი ქვეყანა და დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა; ამის პარალელურად, მწერალი ოცდათხუთმეტი წლის წინანდელ დომინიკის რესპუბლიკაში – ტრუხილიოს ეპოქაში – აბრუნებს მკითხველს და ქრონოლოგიური სიზუტით აღადგენს დიდი პოლიტიკური მკვლელობის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს.

ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა შეუდარებლად აღწერს დიქტატორული რეჟიმის არსს, თავისუფლებადაკარგული საზოგადოების დრამას და, რაც მთავარია, ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას.

  • ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ
  • პროექტის ავტორი: ზვიად კვარაცხელია
  • რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
  • დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე
  • გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი