გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941312724 |
გვერდები | 248 |
ფორმატი | 15X21 |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ
დამასკოდან სირიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ანაბიისკენ მიმავალი მიკროავტობუსი წვალებით მიიკვლევს გზას. მანქანაში გვამი, ორი კაცი და ერთი ქალია, მდუმარე, მოღუშული სახეებით. გარეთ სასტიკი ომია, რომელიც მსხვერპლით ვერ ძღება. ომში სიკვდილი ბრმაა, მსხვერპლს არ არჩევს... უამრავი საკონტროლო პუნქტისა და გამოუვალი მდგომარეობის დაძლევა უწევთ და-ძმებს მამის უკანასკნელი ანდერძის აღსასრულებლად - მისი ნეშტი მშობლიური სოფლის, ანაბიის, მიწას მიაბარონ.
ეს მხოლოდ მამის ცხედრის დასაკრძალად წამოწყებული მოგზაუძრობის ისტორია როდია, არამედ ამბავი სიკვდილის მოტივით ამქვეყნიურ ფასეულობათა გადაფასებისა და თუნდაც გაუფასურებული სიცოცხლის ძალის შესახებ და რაკი სიკვდილი მძიმე შრომაა რომანის გმირებისთვის, ეს ხუთდღიანი ურთულესი გზა დამასკოდან ანაბიამდე საკუთარი თავის აღმოჩენის გზაცაა.
2019 წელს ამერიკული National Book Award ლიტერატურული ჯილდოს თარგმნილი ლიტერატურის ნომინაციაში გამარჯვებული ამ რომანის ავტორი, ხალიდ ხალიფა, საკმაოდ წარმატებული თანამედროვე სირიელი რომანისტია, რომელსაც მანამდეც არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული. სამშობლოში ხშირად აკრძალული, ის არაბული მწერლობის საერთაშორისო პრიზის Man Booker International Prize for Arabic Fiction ნომინაციის მოკლე სიაში ორჯერ არის მოხვედრილი (2008 და 2014 წლებში), მიღებული აქვს ნაჯიბ მაჰფუზის მედალი ლიტერატურაში, თარგმნილია მსოფლიოს ბევრ ენაზე.