მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ

ტომას სტერნზ ელიოტი

₾ 13.00 ₾ 19.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941312625
გვერდები 84
ფორმატი 17.5/20
გამოცემის თარიღი 2020
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

„ტომას სტერნზ ელიოტს შვილები არ ჰყავდა, მაგრამ ბავშვები უყვარდა და კატებიც უყვარდა ტომას სტერნზ ელიოტს. დღემდე არავის ეპარება ეჭვი, – ლიტერატურის კრიტიკოსებს ვგულისხმობ, – რომ ტომას ელიოტი უდიდესი მოდერნისტი პოეტია; არც მისი „ბერწი მიწის“ სიდიადეში დაეჭვებულა ვინმე. 
 
მკითხველთა სიმრავლე არ ადარდებდა ელიოტს. სწამდა, რომ პოეზია ყველასათვის არ იყო და არც უნდა ყოფილიყო მაღალი პოეზია პოპულარული. მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და, მეგობრის შვილებისათვის თუ ნათლულებისათვის დაწერილი და მათთვის წაკითხული, „კატები“, ბესტსელერი გახდა.
 
„მოხუცი ოპოსუმი“ მეგობარმა, Il miglior fabbro – უკეთესმა ოსტატმა – ეზრა პაუნდმა შეარქვა; ეხუმრებოდა ხოლმე, განაბვა ანუ გამელვა გიყვარსო, ოპოსუმებს სჩვევიათ თავის მომკვდარუნება.
 
კატების წიგნი 1939 წელს გამოიცა. თოთხმეტი სხვადასხვა სახელიანი და სხვადასხვა ხასიათიანი კატა – სულ ესაა მთელი წიგნი და კიდევ წინათქმა, კატის სახელის შერჩევისა გამო. ამ სალაღობო წიგნშიც არ უღალატებდა ელიოტი თავის პრინციპს, ცოცხალი ტრადიციისა, და გაითვალისწინებდა ინგლისურ ლიტერატურაში დაგროვილ გამოცდილებას, უძველესი დროის სალაღობო და საბავშვო სიმღერებიდან მოყოლებული რადიარდ კიპლინგამდე, ლუის კეროლამდე და ედვარდ ლირამდე. ინტონაციები, რიტმი და რითმები შეეძლო აქედან წამოეღო. „შერლოკ ჰოლმსი“ უყვარდა და მაკავიტისა თუ სხვა კატებისათვის დეტექტური განწყობილებანი უნდა ესესხა.
 
ტომას ელიოტი თამაშობს „კატებში“, სიტყვებით, სახელებით, ფრაზებით თამაშობს და უნდა აჰყვე, ოსტატობა და მახვილგონიერება გეყოს და აჰყვე; თუ ვერ აჰყვებოდა, ხელი მოეცარებოდა მთარგმნელს და მთარგმნელმაც გაბედა და მიაგნო ემოციურ დარტყმებს და ოსტატობაც ეყო. თარგმანი ძველი და მარადახალი საზომებითა და ხმებითაა შესრულებული და ჩვენი თეატრისათვისაც გამოწვევაა ენდრიუ ლოიდ ვებერის მუზიკლის ქართულ ენაზე და ქართულ სცენაზე აჟღერება“, – პაატა ჩხეიძე
 
ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა 
აქსელ შეფერის ილუსტრაციებით