ექიმი ჟივაგო

ბორის პასტერნაკი

₾ 15.00 ₾ 24.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941476266
გვერდები 792
ფორმატი 14.5/20.5
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ბორის პასტერნაკის "ექიმი ჟივაგო" პირველად 1957 წელს იტალიაში გამოიცა. ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში რომანის გამოსვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში. საბჭოური ლიტერატურული კრიტიკა რომანს უმკაცრესად, დაუნდობლად შეხვდა, დანარჩენი მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ კი ის საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ მოვლენად აღიარა. ამ წიგნისთვის ბორის პასტერნაკს 1958 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ, მწერალი აიძულა პრემიაზე უარი ეთქვა.

რომანის სიჟეტი ვითარდება 1905 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში. მთავარი გმირის  ნიჭიერი და ინტელიგენტის, ექიმისა და პოეტის  იური ჟივაგოს ცხოვრების აღწერის ფონზე დახატულია ის მძაფრი ქარტეხილები, რომელთაც მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში შეძრეს რუსული სინამდვილე. პასტერნაკი ზედმიწევნით, უშუალოდ და დამაჯერებლად გადმოსცემს რევოლუციისა და სამოქალაქო ნგრევის ყოვლისმომცველი ტალღების მიერ ბუდედანგრეული, სასოწარკვეთილი და განწირული ადამიანების განცდებს....

ბრმა ბუ

სადეყ ჰედაიათი

₾ 9.00 ₾ 14.95 -40%

Rating details · 7 ratings · 19 reviews