მემუარები - ბაბო შარვაშიძე

ბაბო შარვაშიძე

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478758
გვერდები 143
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ჩვენ წინაშეა აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილის – ბარბარე (ბაბო) შარვაშიძის ფოტოებითა და ცალკეული ჩანახატებით გაფორმებული რვეული, დღიურის ტიპის ჩანაწერებით.
 
 
ბაბო შარვაშიძე (დაბ. 1859 წელს, სოფელ ლიხნიში) უშთამომავლოდ, უსამშობლოდ გარდაიცვალა ქალაქ ლონდონში და თავისი მოგონებების წიგნი სახსოვარივით დაუტოვა მოხუც, ერთგულ მეუღლეს, ალექსანდრე მეიენდორფს. მთავრის ქალიშვილის ავტობიოგრაფიული, თანმიმდევრული თხრობა უკვე ხანდაზმულ ასაკში არა წარსულისგან თავის დაღწევის, არამედ დროის გადასახედიდან წარსულის მოვლენათა შეფასების მცდელობაა და უნიკალურია თავისი მნიშვნელობით. ის ერთგვარი ილუსტრაციაც შეიძლება გახდეს ურთულესი, გარდამავალი ეპოქის რეალიების გაცოცხლებისათვის, თუნდაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნიუანსების ახსნისათვის. (ნინო ხოფერიას ბოლოსიტყვაობიდან)