გამომცემლობა | სხვადასხვა |
---|---|
ISBN | 9789941976919 |
გვერდები | 548 |
ფორმატი | 14.5/20.5 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ოთარ მათეშვილი დაიბადა 1942 წელს, თბილისში. 55-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1964-2010 წლებში ინსტიტუტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე - იყო სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსების ხელმძღვანელი, თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის გამგე, ინგლისური ენის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1966-67 წლებში მუშაობდა მთარგმნელ/თარჯიმნად ეგვიპტეში, ხოლო 1984-86 წლებში - ინდოეთში; 1976-79 წლებში – საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2007-2015 წლებში – გაზეთში Georgian Journal, როგორც რედაქტორი, მთარგმნელი. არის ქ. ატლანტის (აშშ) საპატიო მოქალაქე.
2009 წლიდან მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2009-2018 წლებში იყო ენების ცენტრის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან – საბაკალავრო პროგრამის „ინგლისური ფილოლოგია“ ხელმძღვანელი; 2011 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს მთარგმნელ/ თარჯიმანთა უმაღლეს სკოლას; არის უნივერსიტეტის პროფესორი, კითხულობს ლექციებს ინგლისური ენის ლექსიკოლოგიაში, ენის ისტორიაში, თარგმანის თეორიაში, თანმიმდევრულ თარგმანში.
2012 წელს ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელმაც ინგლისურად თარგმნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიაქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ეპისტოლეთა სრული კრებული.
გამოცემული აქვს სახელმძღვანელო თარგმანის თეორიაში; დამხმარე სახელმძღვანელო Check Your English. არის თანაავტორი წიგნისა Georgian Language for Foreigners