წმინდა კოლხეთი

არკანჯელო ლამბერტი

₾ 24.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941487668
გვერდები 480
ფორმატი 17x24
გამოცემის თარიღი 2020
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

არკანჯელო ლამბერტის „წმინდა კოლხეთი“ ფასდაუდებელი მნიშვნელობის წყაროა XVII  საუკუნის I ნახევრის საქართველოს ისტორიისათვის. მასში მოთხრობილია საქართველოში თეატელთა კათოლიკური მისიის 1626-1649 წლების მთელი ისტორია. ნაშრომში უამრავი საგულისხმო ცნობა მოიპოვება ქართული სამეფო-სამთავროებისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის  სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესახებ.

 

„წმინდა კოლხეთი“ ცალკე წიგნად პირველად წარდგება ქართველი სამეცნიერო საზოგადოების ფართო წრისა და დაინტერესებული მკითხველის წინაშე. ამავე დროს ეს არის ამ წიგნის პირველი გამოცემა 1657  წელს ავტორის მიერ ნეაპოლში მისი გამოქვეყნების შემდეგ და ნიშანდობლივია, რომ იგი სწორედ ქართულ ენაზე განხორციელდა.

 

იტალიურიდან თარგმნა გიორგი ცქიტიშვილმა

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინათქმა და განმარტებები დაურთო დავით მერკვილაძემ