კალათა 0
მოი(ზღვა)ვე წიგნები თბილისში
12 ოქტომბერი, 2017

12-13 ოქტომბერს, თბილისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ  პროექტი „მოიზღვავე წიგნები“ უკვე მეექვსედ გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა წიგნი მკითხველისთვის 30-50%-იანი ფასდაკლებით, საფესტივალო ფასებში იყო ხელმისაწვდომი.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს წამყვანი გამომცემლობის წიგნები: „აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“, „ბაკურ სულაკაულის გამომცემლობა“, „დიოგენე“, „ინტელექტი“, „ლაზარე“, „ლოგოს პრესი“, „წიგნები ბათუმში“. 

პროექტის – „მოიზღვავე წიგნები“ – ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, სურამში, ბორჯომსა და ქუთაისში ამჯერად კი თბილისში გელოდებით.

გამოფენის მხარდამჭერი – თბილისის მერია.