კალათა 0
„ირიათონი“ თბილისის წიგნის დღეებზე
9 ნოემბერი, 2017

9-დან 12 ნოემბრამდე, 11-დან 19 საათამდე ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონში „თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება.

„თბილისის წიგნის დღეებზე“, ტრადიციულად, „ირიათონის“ სტენდიც იქნება წარმოდგენილი, სადაც საქართველოს წამყვანი გამომცემლობების – „აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“, „ზებრა“, „ინტელექტი“, „კავკასია“, „ლაზარე“, „ლირა“, „წიგნები ბათუმში“) წიგნები 30-60%-მდე ფასდაკლებით დაგხვდებათ.

12 ნოემბერს, 13:00 საათზე საგამოფენო სივრცის მთავარ სცენაზე გაიმართება „ირიათონის“ ელექტრონული მაღაზიის პრეზენტაცია.

მის: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ N118