კალათა 0
ინსტრუქცია

სარჩევი

წიგნის შეძენა

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში წიგნის შეძენა მხოლოდ საიტიდან არის შესაძლებელი. 
საიტზე წიგნის შესაძენად აუცილებელია შემდეგი ეტაპების გავლა:

  1. უპირველესყოვლისა, აუცილებელია გაიაროთ მარტივი ავტორიზაცია
  2. შემდგომ, სასურველი წიგნები დაამატეთ თქვენს პირად კალათაში
  3. წიგნების შესაძენად აუცილებელია შეხვიდეთ თქვენს პირად კალათაში და შეავსოთ წიგნების შესაძენად გამოტანილი სპეციალური გრაფები.
    წიგნების შესაძენად აუცილებელია ნებისმიერი ბანკის ფუნქციონირებადი Visa ან Mastercard ბარათი

წიგნის მიღება

ჩვენს მაღაზიაში წიგნის მიღების 2 საშუალება არსებობს:

თქვენ შეგიძლიათ წიგნის შეძენიდან მეორე სამუშაო დღეს თქვენი შეძენილი წიგნი გაიტანოთ ჩვენი ოფისიდან.
ჩვენი ოფისის მისამართია თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 17ბ. წიგნების მაღაზია ”შაქრო ბაბუას” თავზე.
ოფისიდან წიგნის გატანა შეგიძლიათ სამუშაო დღეებში, 12:00-დან 18:30 საათამდე. 

ასევე შეგიძლიათ შეძენილი წიგნები თქვენთვის სასურველ მისამართზე საკურიერო სერვისის გამოყენებით მიიღოთ.

სამუშაო დღეს,15:00 საათამდე შეძენილ წიგნს მიიღებთ მეორე სამუშაო დღის განმავლობაში
15:00  საათის შემდეგ შეძენილ წიგნს მიიღებთ მესამე სამუშაო დღის განმავლობაში
*რეგიონებში წიგნის მიწოდება ხდება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში
საკურიერო მომსახურების ფასი თბილისის მასშტაბით არის 3 ლარი, ხოლო რეგიონებში 7 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ”კონტაქტის” გვერდს.
დაგვიკავშირდით ჩვენი ოფისის ცხელ ხაზზე სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:30 საათამდე.
ტელეფონი: 032 2 500 201 (116)


ფასდაკლებების სისტემა

ჩვენს საიტზე ყოველ კვირეული ფასდაკლებებისა და აქციების გარდა მოქმედებს 2 დამატებითი სისტემა

თუკი თქვენ გაგაჩნიათ პრომო-კოდიანი ფასდაკლების ბარათი, წიგნების კალათიდან შეძენისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარათზე მოცემული სპეციალური კოდი და მიიღოთ კალათაში ჩალაგებულ წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება. პრომო კოდი ერთჯერადია და არ მოქმედებს უფრო დიდ (კვირის) ფასდაკლებებთან ან სხვა აქციებთან ერთად. 

პრომო-კოდებისგან დამოუკიდებლად ჩვენს საიტზე მოქმედებს მომხმარებლის ლოიალურობაზე მიბმული ფასდაკლების სისტემა. 

ნებისმიერ პირველ შენაძენზე მომხმარებელი საჩუქრდება 5%-იანი ფასდაკლებით საიტზე განთავსებულ ნებისმიერ პროდუქტზე
მომხმარებელი ჩვენს საიტზე საერთო ჯამში 100 ლარის დახარჯვის შემდეგ მიიღებს ყველა წიგნზე 10% ფასდაკლებას
მომხმარებელი ჩვენს საიტზე საერთო ჯამში 200 ლარის დახარჯვის შემდეგ მიიღებს ყველა წიგნზე 15% ფასდაკლებას
მომხმარებელი ჩვენს საიტზე საერთო ჯამში 300 ლარის დახარჯვის შემდეგ მიიღებს ყველა წიგნზე 20% ფასდაკლებას
მომხმარებელი ჩვენს საიტზე საერთო ჯამში 400 ლარის დახარჯვის შემდეგ მიიღებს ყველა წიგნზე 25% ფასდაკლებას
მომხმარებელი ჩვენს საიტზე საერთო ჯამში 500 ლარის დახარჯვის შემდეგ მიიღებს ყველა წიგნზე 30% ფასდაკლებას