კალათა 0
გააგზავნეთ საჩუქარი

წიგნი საუკეთესო საჩუქარია და ამ საკითხზე თითქმის ყველა ვთანხმდებით. თუმცა იმისთვის, რომ წიგნის ჩუქება კიდევ უფრო ტრენდული და ამავდროულად სახალისო გახდეს www.booksale.ge-ს დაემატა განყოფილება „გააგზავნეთ საჩუქარი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენს საიტზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებოლობას ვაძლევთ გაუკეთოს საჩუქარი მეგობარს ან საყვარელ ადამიანს.

წიგნის საჩუქრად გაგზავნა ძალიან მარტივად ხდება – თქვენ არჩევთ წიგნს, რომლის კალათაში დამატების შემდეგ უთითებთ რომ მისი საჩუქრად გაგზავნა გსურთ, ავსებთ საჩუქრის ადრესატის/მიმღების მონაცემებს – სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაურთოთ წიგნს წერილიც, რომელის ტექსტსაც თქვენ ელექტრონულად კრეფთ, ჩვენ კი მას ღია ბარათზე ვბეჭდავთ და წიგნთან ერთად მიგვაქვს ადრესატთან. მჩუქებელს შეუძლია დარჩეს ინკოგნიტოდ ან გაამხილოს თავისი ვინაობა წერილის საშუალებით.