სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე

კარენ ბლუმენტალი

₾ 19.95

Rating details · 4397 ratings · 9800 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941445422
გვერდები 274
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2014
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ინგლისურიდან თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ
 
ოციოდე წლის ჯობსმა მთელ მსოფლიოს წარუდგინა მის მიერ შექმნილი პირველი კომპიუტერი, რომელიც სხვადასხვა ოპერაციის შესრულების საშუალებას იძლეოდა. მოგვიანებით მის მიერ შექმნილი პატარა მუსიკალური ხელსაწყოთი, რომელსაც iPod-ი ერქვა, მუსიკალური რევოლუცია მოხდა. მანვე დააარსა და ფეხზე დააყენა კომპანია Pixar-ი, რომელიც აცოცხლებდა კომპიუტერულ ანიმაციებს – „სათამაშოების ისტორია“, „მანქანები“, „ნემოს ძიებაში“. მისი ცხოვრების მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი წააგავდა ზღაპარს: დაპირებები, რომანტიზმი, სიმდიდრე... სხვა მხრივ კი, საძაგელი, არეული და ტკბილი ოჯახური გარემოსაგან მეტად დაშორებული ყოველდღიური ყოფა ჰქონდა. უყვარდათ და სძულდათ, ეთაყვანებოდნენ და უგულებელყოფდნენ. შოუმენი, ხელოვანი, ტირანი, გენიოსი, ეგოისტი – ამ შეუსაბამო სიტყვებით ახასიათებდნენ.
 

ოციოდე წლის ჯობსმა მთელ მსოფლიოს წარუდგინა მის მიერ შექმნილი პირველი კომპიუტერი, რომელიც სხვადასხვა ოპერაციის შესრულების საშუალებას იძლეოდა. მოგვიანებით მის მიერ შექმნილი პატარა მუსიკალური ხელსაწყოთი, რომელსაც iPod-ი ერქვა და სიმღერების დიდ არჩევანს გვთავაზობდა, მუსიკალური რევოლუცია მოხდა. მანვე დააარსა და ფეხზე დააყენა კომპანია Pixar-ი, რომელიც აცოცხლებდა კომპიუტერულ ანიმაციებს – "სათამაშოების ისტორია", "მანქანები", "ნემოს ძიებაში".

არც ინჟინერი იყო და არც კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი, სამაგიეროდ, მუდამ მომხმარებელზე იყო ორიენტირებული, ერთმანეთის მიყოლებით ყველასთვის სასურველ, ყველასთვის მისაღები დიზაინის მქონე პროდუქტს ქმნიდა.

არაორდინარულიც იყო, უხეშად მიმართავდა თანამოაზრეებს, კონკურენტებს და რეპორტიორებს. ყვიროდა მაშინ, როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა. სხვების იდეების მითვისებასაც აბრალებდნენ. ამ დროს მომხიბვლელიც იყო, დახვეწილიც, მგრძნობიარეც, ძუნწიც.

მისი ცხოვრების მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი წააგავდა ზღაპარს: დაპირებები, რომანტიზმი, სიმდიდრე... სხვა მხრივ კი, საძაგელი, არეული და ტკბილი ოჯახური გარემოსაგან მეტად დაშორებული ყოველდღიური ყოფა ჰქონდა. უყვარდათ და სძულდათ, ეთაყვანებოდნენ და უგულვებელყოფდნენ. შოუმენი, ხელოვანი, ტირანი, გენიოსი, ეგოისტი – ამ შეუსაბამო სიტყვებით ახასიათებდნენ.

ინგლისურიდან თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ.

რუსული დღიური

ჯონ სტაინბეკი

₾ 14.95

Rating details · 1990 ratings · 5239 reviews