სული-ჩიტი

თამარ გეგეშიძე

₾ 15.95

Rating details · 4 ratings · 13 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941482434
გვერდები 156
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„სული-ჩიტი“ თამარ გეგეშიძის – წარმატებული მასწავლებლის – სადებიუტო რომანია, ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ- ერთი გამორჩეული თანამედროვე წიგნი.

ლუკა თავიდან ყველას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, თერთმეტი წლის ბიჭი გეგონოთ, მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობს ასე და მიაჩნია, რომ მისი კარგად გაცნობაა საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს, ლუკა და მისი ახლო მეგობრები გადაწყვეტენ ცის ფრინველებიდან თავისი, საკუთარი ჩიტი ამოირჩიონ, ის, რომელიც მათი სული გახდება და მას შემდეგ, თითოეულ მათგანს, თავისი სული-ჩიტი ეყოლება.

თუმცა, სულ-ჩიტებსაც კი შეიძლება სხვა სკოლიდან გადმოსულმა ახალმა თანაკლასელმა მოულოდ- ნელად სიმშვიდე და ჰარმონია დაურღვიოს – ისე, რომ ვეღარც შინ პოულობდნენ მოსვენებას, ვერც გაკვეთილზე და ვერც თუნდაც ერთმანეთის დაბადების დღეებზე.

შეძლებენ დაქსაქსული კლასელები ისევ გამონახონ საერთო ენა? ლუკას მშობლები, მთელ დღეებს სამსახურში რომ ატარებენ, მოახერხებენ შვილის გულის ისევ მოგებას? ან ყველასთვის საყვარელ მარიკა მასწავლებელს თუ შესწევს ძალა, ბევრი ცუდი ამბისგან ყურებჩამოყრილ მოსწავლეებს ისევ შეასხას ფრთები? – „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ სერიით გამოცემულ ახალ წიგნში ამ და ბევრ სხვა შეკითხვაზე იპოვით პასუხს, რაც სასარგებლო გამოცდილება იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

▪️ პროექტის ავტორი: გვანცა ჯობავა
▪️ გარკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
ილუსტრატორი: ელენე ცერცვაძე


"სული-ჩიტი" თამარ გეგეშიძის - წარმატებული მასწავლებლის - სადებიუტო რომანია. ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი.

სული-ჩიტი

თამარ გეგეშიძე

₾ 15.95

Rating details · 4 ratings · 13 reviews