პრეზიდენტი 7 წლით

ნინო ამირეჯიბი

₾ 6.00 ₾ 10.00 -40%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-466-84-7
გვერდები 196
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2016
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

რა ხდება მაშინ, როდესაც პირველი ქალი პრეზიდენტი ხარ შენი ქვეყნის ისტორიაში, მეუღლე კი მსოფლიოში ცნობილი მხატვარი, რომლის ჩრდილქვეშ ყოფნაც გიწევს მუდმივად, იმიტომ, რომ ცხოვრობ სნობურ ქალაქში, სადაც პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები არტ ფენის ცნობილი წარმომადგენლები არიან. 
 
იმედგაცრუებული ამომრჩეველი, მუდმივი ჭორები, ქალური სისუსტე და ღალატი. მიუხედავად ყველაფრისა, სწორედ ასეთ სიტუაციაში პოულობ ძალას, რომ გადადგა ნაბიჯი, როგორიც ყველაზე ძლიერ მამაკაცსაც არ გადაუდგამს საქართველოს ისტორიაში.
 
მთავარი გმირი მერი ჯაფარიძე შინაგანი ბუნებით ალბათ ისეთივე ქალია, როგორც ჩვენს რეალობაში არსებული ნებისმიერი სუსტი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც უყვარს, სტკივა, განიცდის, უხარია, ტირის და რაც ყველაზე მთავარია, გრძნობს უდიდეს პასუხისმგებლობას იმ ხალხის წინაშე, რომელმაც წლების წინ აირჩია.