პირადი წერილები

კონსტანტინე გამსახურდია

₾ 12.95

Rating details · 4 ratings · 17 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 978-9941-445-95-8
გვერდები 280
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თიურა ვაშაძე-ბიბილურმა
 
„...ეს რა დამჩემდა‚ – წერს ერთგან კონსტანტინე გამსახურდია რებეკა ვაშაძეს, საყვარელ ქალსა და პირველ მეუღლეს, – მინდა ყველაფერზე გესაუბრო“... ასე გადადიოდა ყოველდღიური ფიქრები‚ განცდები თუ შთაბეჭდილებები ქაღალდზე და მოედინებოდა ბარათები პეტერბურგიდან, მოსკოვიდან‚ კენიგსბერგიდან, ლაიფციგიდან‚ ბერლინიდან‚ ჟენევიდან‚ მატარებლიდან‚ სადგურიდან‚ ტყვეთა ბანაკიდან. 
 
მწერლის წერილებისთვის წლებს დაღი დაუსვამს. ზოგი გაცრეცილა, შუაზე გადახეულა, დანაწევრებულა, ზოგი სულაც გადაშლილა და ნაწერი მხოლოდ აქა-იქ იკითხება, მაგრამ წერილებს თანამიმდევრობით თუ დავალაგებთ, ხელთ გვექნება ბარათებით მონათხრობი კონსტანტინე გამსახურდიას ავტობიოგრაფიული რომანის მნიშვნელოვანი ფრაგმენტი.