კალათა 0
%
7.92 L13.90 L
პედრო პარამო
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 978-9941-467-36-3

გვერდები: 266

ფორმატი: 14.8x21

გამოცემის თარიღი: 2016

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


თარგმნა მედეა ზუბადალაშვილმა


ხუან რულფოს „პედრო პარამო“ მექსიკური ლიტერატურის მონუმენტური ნაშრომია, რომელმაც მაგიური რეალიზმის ჟანრის ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. პირველ და მესამე პირში მოთხრობილი ამბავი კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსთა აღმატებული შეფასებებიც დაიმსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რულფოს კოლეგების გამოხმაურება, კერძოდ გაბრიელ გარსია მარკესის და ხორხე ლუის ბორხესის. მარკესისთვის რულფოს წიგნი იყო „ყველაზე ლამაზი ყველა იმ რომანს შორის, რომელიც ესპანურ ენაზე დაწერილა“. ბორხესის თქმით კი „ამ ფანტასტიკური წიგნის მიზიდულობის ძალას წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რომანია ესპანურენოვან ლიტერატურაში, პრინციპში, მთელი მსოფლიოს ლიტერატურაში“. „პედრო პარამოს“ გარდა, წიგნში თავმოყრილია მწერლის რჩეული მოთხრობები.

იხილეთ ასევე