ოთარ ჭილაძე - 65 ამბავი

სხვადასხვა

₾ 12.00

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478826
გვერდები 181
ფორმატი 20სმ/10სმ
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს...“ – 1968 წელს დაწერილ ლექსში ოთარ ჭილაძემ თავისი იმწუთიერი შეგრძნებაც აღწერა და თითქოს ის მომავალიც განჭვრიტა, რაც მას, როგორც მწერალს და კაცს უნდა გაევლო.

ოთარ ჭილაძის შესახებ მოთხრობილი ეს ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „აველუმის“ ავტორის არსებაში ერთდროულად ცხოვრობდა „სიყვარულის იმპერიის“ შემქნელი ოდისევსიც დაასკეტიც, რომელსაც ყოველდღიურად, თხუთმეტი საათი შეეძლო ემუშავა, თვეების განმავლობაში.

ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება. 

▪️ წიგნი შეადგინეს მანანა ჯანელიძემ და სალომე ნიკოლეიშვილმა.

▪️ გამოცემაში შესული ამბების ავტორები: 
ვახტანგ ჯავახაძე, თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, მაკა ჯოხაძე, ლევან ბრეგაძე, მანანა კვაჭანტირაძე, ემზარ კვიტაიშვილი, ლალი ავალიანი, ზურაბ კიკნაძე, ირაკლი სამსონაძე, დონალდ რეიფილდი, შუქია აფრიდონიძე, გიგი სულაკაური, ქეთევან შენგელია, ლაშა თაბუკაშვილი, აკა მორჩილაძე, ივანე ამირხანაშვილი, ცისანა გენძეხაძე, ბესო ხვედელიძე, არჩილ ქიქოძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ზვიად კვარაცხელია, ვახტანგ ღლონტი, თამარ შაიშმელაშვილი, ფარნა-ბექა ჭილაძე, რაულ ჩილაჩავა, ლელა ჯიყაშვილი, ია სულაბერიძე.

▪️ გარეკანის ფოტოს ავტორი: გურამ წიბახაშვილი.

▪️ წიგნში შესულია ჯემალ კასრაძის, მურმან ჩაჩუას და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში დაცული ფოტოები

დიდი ექვთიმე

სხვადასხვა

₾ 35.00

Rating details · ratings · reviews