მე, რობოტი

აიზეკ აზიმოვი

₾ 7.65 ₾ 13.90 -45%

Rating details · 243003 ratings · 406096 reviews

გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ISBN 978-9941-467-66-0
გვერდები 310
ფორმატი 13.5x20
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

თარგმნეს ნანა მელიწკაურმა და ზაალ ვეკუამ


თანამედროვე სამეცნიერო-ფანტასტიკის ფუძემდებლის, აიზეკ აზიმოვის უკვდავი კლასიკა, „მე, რობოტი“, ქართულ ენაზე მეორედ გამოიცემა. თუმცა ამჯერად მკითხველი ისეთ კრებულს წაიკითხავს, როგორიც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული, სანამ მის ქართულ ვერსიას საბჭოთა ცენზურა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებისგან დაცლიდა.


წიგნის ისტორია 2000-იან წლებში ვითარდება. ამრიგად, ის წარმოადგენს ალტერნატიულ ისტორიას, სადაც რობოტექნიკის სამი კანონი მეფობს, ხელოვნური ადამიანები ჩვენ შორის არიან და ჩვენ გვერდით შრომობენ. მათი ნამდვილი ადამიანებისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება, ზოგჯერ კი ჩნდება კაცობრიობისთვის ეგზისტენციური კითხვა, რამდენი ხანი დავრჩებით ჩვენი ქმნილებების მმართველნი?


გაიცანით რობი, სპიდი, ნესტორი, ქუითი, დეივი, ჰერბი და ბრეინი. ისინი გონიერები, საქმიანები და მეტ-ნაკლებად მოხდენილები არიან, რადგან მეტალის უხეშ კონსტრუქციასა და მიკროსქემების აბლაბუდას წარმოადგენენ. თუმცა მათი პოზიტრონული ტვინი უნიკალური ქმნილება, კაცობრიობის უმაღლესი მიღწევაა.
აიზეკ აზიმოვის კლასიკური კრებული "მე რობოტი" ქართულად მეორედ გამოდის, თუმცა, ამჯერად, კრებული არა მხოლოდ საბჭოთა ცენზურისგანაა დაცლილი, არამედ შევსებულია მოთხრობით, რომელიც ამავე ცენზურით იყო აკრძალული და მთელი კრებულის ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტს წარმოადგენს.
წიგნში აღწერილი მოვლენები ჩვენს ეპოქაში, 2000-იანების დასაწყისში ვითარდება. ამრიგად, მკითხველი სწორედ იმ რეალობას ეცნობა, რომელიც, შესაძლოა, დღეს გვქონოდა და საკუთარი თვალით ენახა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რობოტის ადამიანისგან გარჩევა შეუძლებელია, ან მაშინ, როდესაც ისინი სამყაროს მართვას იწყებენ.

დიუნი

ფრენკ ჰერბერტი

₾ 11.50 ₾ 20.90 -45%

Rating details · 619809 ratings · 1020153 reviews

უცხო უცხოთა ქვეყანაში

რობერტ ჰაინლაინი

₾ 11.45 ₾ 22.90 -50%

Rating details · 254330 ratings · 409723 reviews

უბიკი

ფილიპ კ. დიკი

₾ 8.20 ₾ 14.90 -45%

Rating details · 72801 ratings · 137804 reviews