მატყუარა იაკობი

იურეკ ბეკერი

₾ 16.95

Rating details · 1811 ratings · 4982 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941470370
გვერდები 372
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ
 
„პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: იმას, რომ იურეკ ბეკერის მატყუარა იაკობი რომანად გამოქვეყნდა და სწორედ ამ სახით იქცა მეორე მსოფლიო ომისშემდგომი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად, ავტორიცა და მისი მრავალრიცხოვანი მკითხველიც აღმოსავლეთ გერმანიის „დემოკრატიულად“ წოდებულ რეპრესიულ რეჟიმს უნდა უმადლოდნენ. საქმე ის არის, რომ ფართო საზოგადოებისთვის იმხანად სრულიად უცნობმა ახალგაზრდა მწერალმა და სცენარისტმა თავისი სადებიუტო ტექსტი კინოფილმისთვის შექმნა.
 
იურეკ ბეკერმა თავისი რომანის დასაწყისშივე ათქმევინა მთხრობელს: „უკვე ათასჯერ ვცადე, ვინმესთვის გამეზიარებინა ეს წყეული ამბავი, ახლა რომ გიყვებით. ვფიქრობდი, გულს მომეშვება-მეთქი, მაგრამ ამაოდ – ან ის ხალხი ვერ შევარჩიე კარგად, ვისთვისაც ამბის მოყოლას ვაპირებდი, ან მე თვითონ ვუშვებდი რაღაც შეცდომებს“.
 
ბევრის აზრით, გდრ-ის კულტურის სფეროს ხელმძღვანელებმა ბეკერს მხოლოდ იმიტომ აპატიეს ჰეროიკული მასალის ესოდენ „არაჰეროიკული“ დამუშავება, რომ მას თავად ჰქონდა გამოცდილი ის, რასაც აღწერდა და, რაკი თავადაც ებრაელი იყო, ებრაელებზე და მათს აუტანელ ყოფაზე ხუმრობაც ეპატიებოდა.
 
2017 წელს იურეკ ბეკერის ორი იუბილე აღინიშნება: დაბადების მე-80 და გარდაცვალების მე-20 წლისთავი. მატყუარა იაკობი პირველი ქართული გამოცემა ორივე ამ თარიღს ეძღვნება“. (დავით კაკაბაძის ბოლოთქმიდან)