გასეირნება დროთა სივრცეში

მამუკა დოლიძე

₾ 14.96 ₾ 19.95 -25%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941482649
გვერდები 404
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

"მოგონება მარტო მეხსიერები უნარი კი არ არის, მოგონება ამ ქვეყნად განსაკუთრებულად ყოფნის სილამაზეა, როცა დრო გაურბის თავის წარმომავლობას და ერწყმის რაღაც მარადიულს და ნაადრევს"

" არ ვიცი, იქნებ არც იყო ყველაფერი ისე, როგორც მახსენდება. მე ხომ ამბავს გულს შერჩენილი სიხარულისგან ვძერწავ. ხელის ოდნავ შერხევა და მოგონების ნამსხვრევები ფერადი კენჭებივით ეთამაშებიან ერთმანეთს, ხსოვნის შორეულ ფსკერზე ათასნაირ ფორმებს და სახეებს ქმნიან"

"წარსულს მხოლოდ აწმყოს გადასახედიდან ენიჭება განსაკუთრებული ხიბლი. ხიბლი, რომელიც ზეციურ არსთა სამყოფელიდან მოდის და ნოსტალგია, ერთხელ ჩავლილი ბავშვობის მიმართ, კაცობრიობის უდიდეს სევდას  სამოთხის ბაღში ვერ დაბრუნების სინანულს ერწყმის.