ფიჭვები უდაბნოში

მაკა ჯოხაძე

₾ 14.95

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941470783
გვერდები 376
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ფიჭვები უდაბნოში“ მაკა ჯოხაძის მოთხრობების კრებულია, რომელიც, მრავალფეროვანი თემატიკის, სიუჟეტების და პერსონაჟების მიუხედავად, მაინც ერთ მთლიან ტექსტად აღიქმება, ერთი რომანივით იკითხება.
„ამ განწყობას, შესაძლოა, ის ბიბლიური ატმოსფერო ქმნის, რომლითაც ეს მოთხრობებია გამსჭვალული – სწორედ ეს ატმოსფეროა ის თავდაპირველი სივრცეც, განზომილებაც, გნებავთ – სამშობლოც, სადაც ალუზიებით თუ თანამედროვე კონტექსტით სავსე ამბები ხდება.
ადამიანური რწმენა და მისი საზღვრები, დაცემისა და აღდგომის მისტერიები, სიყვარულის მუდმივი პარადიგმა, ბუნების – როგორც სამყაროს მთლიანობის გაკვეთილები – ეს იმ აქცენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზე ფიქრიც მოუწევს მკითხველს, მით უფრო, თუ უკვე იცნობს მაკა ჯოხაძის მხატვრულ და პუბლიცისტურ შემოქმედებას და აქვს მზაობა და მოლოდინი გამორჩეულად ღრმა და ინტელექტუალურ მხატვრულ სამყაროში სულიერი ხეტიალისთვის.
ამ კრებულში, კარგი ლიტერატურით მოგვრილ სიამოვნებასთან ერთად, ადამიანური ნუგეშის ძალასაც იგრძნობთ – ლამის დავიწყებულ, ბუნებრივ და ძველისძველ ძალას, რომლის გამოც ყველა უდაბნო მასშივე დანახული ფიჭვების გამოა გასაძლები“