დიდი საჭადრაკო დაფა

ზბიგნევ ბჟეზინსკი

₾ 24.95

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941445552
გვერდები 336
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2014
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ინგლისურიდან თარგმნა არჩილ ათანელიშვილმა
 
თანამედროვე პოლიტოლოგიის კლასიკოსმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თავისი ნაშრომი – „დიდი საჭადრაკო დაფა“, ანუ აშშ-ს ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები – გამოაქვეყნა 1997 წელს. წიგნი მაშინვე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. წიგნის მიზანია ევრაზიის კონტინენტზე აშშ-ს ბატონობის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნების დასაბუთება და იმ ქვეყნების პოლიტიკური ქცევის შესწავლა, რომელთაგან ერთი ან რამდენიმე, კოალიციის სახით შეიძლება წინ აღუდგეს მის ბატონობას კონტინენტზე. წიგნი აღსავსეა რეკომენდაციებით აშშ-ს მთავრობისადმი, რჩევებით, თუ როგორ უნდა შეძლოს იქ ყოფნა და „დიდ საჭადრაკო დაფაზე“ – ევრაზიაზე `საჭადრაკო სვლების“ – პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მანევრების განხორციელება.