დედის ოთახი

ნაირა გელაშვილი

₾ 19.95

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941476750
გვერდები 500
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

,,დედის ოთახი" ნაირა გელაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომანია.

ახალგაზრდა ექიმი და ბიოქიმიკოსი წარმატებით მუშაობს წამალზე, რომელსაც კიბოს განკურნება შეუძლია. საყოველთაო აღიარება შორს აღარ არის, მაგრამ ბედისწერის მოულოდნელი შემოჭრა ცხოვრებაში მეცნიერის მთელ მიღწევებსა და მსოფლმხედველობას თავდაყირა დააყენებს: საფრთხე მის უძვირფასეს ადამიანს _ დედას ემუქრება.

რომანის მთავარი გმირი _ დედა _ ქარგვის უბადლო ოსტატი და იდუმალი პიროვნებაა.

დედის ოთახს სამი შვილის სამყაროსგან მისივე ხელით ნაქარგ-ნაქსოვი, ორმაგი ფარდა მიჯნავს, მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას რომ ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებსაც საიდუმლოს განცდა არ დაუკარგავთ. დედისა და შვილების ურთიერთობაში მთელი ქვეყნის, მთელი თანამედროვე მსოფლიოს პრობლემები ირეკლება: ადამიანის გაუცხოვება ღმერთისაგან, ბუნებისა და საკუთარი თავისაგან; შესაბამისად, მონატრება ჰარმონიისა და გარემომცველ სინამდვილესთან, ოჯახის წევრებთან...

,,დედის ოთახი" ეს არის რომანი-იგავი, რომანი-მისტერია, რომელიც მკითხველში აღძრავს ადამიანური ყოფიერების, როგორც ერთი დიდი საიდუმლოს განცდას, საიდუმლოსი, რომლის შემადგენელი ნაწილებია ყველა და ყველაფერი, მათ შორის ოჯახი, მშობლები და შვილები; დაძმობა და მეგობრობა; შეხვედრები და განშორებები... ამიტომ არ კარგავს მეოცე საუკუნის მიწურულს დაწერილი ეს ნაწარმოები, რომელსაც ყველა იდუმალი დედის სივრცეში შევყავართ, თავის აქტუალობას: ჩვენ ყველას ხომ დედა გვჭირდება და გვენატრება, მაშინაც კი, როცა ის გვყავს.