დავით კლდიაშვილის ახლოს მოგონება

ივანე არჯევანიძე

₾ 3.00 ₾ 5.00 -40%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 978-9941-445-21-7
გვერდები 98
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2013
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ავთანდილ და ოთარ ნიკოლეიშვილებმა
 
ივანე არჯევანიძე, როგორც რუსეთის ერობათა კავშირისა და წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომელი, პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო სამსახურს გადიოდა აჭარაში. დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მას ხშირი შეხვედრები ჰქონია ქართული პროზის დიდოსტატთან – დავით კლდიაშვილთან. ივანე არჯევანიძის დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა მივიჩნიოთ უაღრესად მნიშვნელოვან წერილობით დოკუმენტად, რომელიც საინტერესო დეტალებით ავსებს და ამდიდრებს როგორც დავით კლდიაშვილის ბიოგრაფიას, ისე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „სამუსლიმანო საქართველოს“ ისტორიას.