კალათა 0
%
3.24 L5.40 L
სირტის ნაპირები
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 978-9941-440-06-9

გვერდები: 328

ფორმატი: 14.8x21

გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა

 

ჟულიენ გრაკს (1910-2007) რომანისთვის სირტის ნაპირები 1951 წელს გონკურის პრემია მიენიჭა, რომლის მიღებაზეც უარი განაცხადა. იგი ერთადერთი მწერალი გახლავთ, ვინც ამ პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე თქვა უარი.

 

გალიმარის გამომცემლობამ მისი პირველი რომანის არგოლის ციხესიმაგრეში გამოქვეყნებაზე უარი თქვა. ჟულიენ გრაკმა იმ დროისთვის სრულიად უცნობ გამომცემელს ჟოზე კორტის მიმართა და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. მოგვიანებით, ოთხმოციანი წლების ბოლოს, გალიმარის გამომცემლობამ ჟულიენ გრაკი იმ იშვიათ მწერალთა რიგს მიაკუთვნა, ვინც სიცოცხლეშივე დაიბეჭდა პლეადის პრესტიჟულ კოლექციაში.

 

სირტის ნაპირების მიხედვით 1959 წელს ლუჩიანო ჩაილიმ ოპერა შექმნა, რომელიც მონტე-კარლოში დიდი წარმატებით დაიდგა.







 

იხილეთ ასევე