ავტომედალიონი

გრიგოლ რობაქიძე

₾ 3.24 ₾ 5.40 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-446-16-0
გვერდები 112
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

„გრიგოლ რობაქიძის რთული, მრავალწახნაგოვანი ცხოვრების გამო მის ბიოგრაფს საშუალება არა აქვს გაეცნოს მწერლის არქივს, რომელიც დაკარგულად მიიჩნევა, მისმა ლიტერატურულმა დანატოვარმაც არასრულად მოაღწია ჩვენამდე.

 

ლექსთა ეს კრებულიც ფრაგმენტულად ასახავს მის ადგილს ქართულ პოეზიაში. სავარაუდოა, რომ ბევრმა ლექსმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა პირად წერილებში მოხსენიებული ჩვენთვის უცნობი ლექსების სათაურები.

 

გასათვალისწინებელია ის დროც, როცა ეს პოეზია იქმნებოდა... ახალი ლიტერატურული ფასეულობების დამკვიდრება და ახალი ლიტერატურული მიმდინარეობების მოძალება, აზრის ვერბალურად გამოხატვის ახალი წესრიგის დამყარება პოეტისგან მოითხოვდა ეპოქისთვის ხარკის გადახდას. ყოველივე ამან დიდი გავლენა იქონია გრიგოლ რობაქიძის პოეზიაზე.

 

მაგრამ, რადგან პოეზია მისთვის სულის იდუმალი, საკრალური მოძრაობა იყო, მისი ლექსები არაა მხოლოდ მწერლობის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფაქტი. ის უპირობოდ უნდა მივიღოთ ცოცხალ პოეზიად“, – ვკითხულობთ ეთერ ქავთარაძის შესავალ წერილში.