ძველი რვეულებიდან

ესმა ონიანი

₾ 3.24 ₾ 5.40 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-430-75-6
გვერდები 202
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ცხოვრება, სადაც ფერწერა და პოეზია იმდენად მჭიდროდ შერწყმია ერთმანეთს, რომ მისი ტექსტების კითხვა იმ საგამოფენო დარბაზში სიარულს ჰგავს, რომელშიც უცნაური მეწამულისფერი გადახდილი ჭერიდან განთიადებად იღვრება და ფურცელზე კი ვკითხულობთ: „ნუთუ ეს მე ვარ?! ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ“.

 

ასე მოვიდა ესმა ონიანის დინამიკური და დაუმორჩილებელი პოეზია – ჯებირების რღვევითა და დამანგრეველი სინამდვილით, განსაკუთრებული ფერი, სუნი და გემოც რომ დაჰყვება. ეს სინამდვილეა, ბოლო დროს რომ განსაკუთრებით მოვისაკლისეთ ადამიანებმა და ჩანაწერების წიგნიც (ძველი რვეულებიდან) სწორედ ამ ნამდვილობის განცდით არის გაჯერებული.