აფრიკელი

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო

₾ 7.95

Rating details · 1020 ratings · 1805 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941466823
გვერდები 120
ფორმატი 14/18
გამოცემის თარიღი 2016
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა
 
ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს „აფრიკელი“ ინტიმური ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც მწერალმა 64 წლის ასაკში დაწერა. ლე კლეზიო წერს „აფრიკელზე“, მამაზე, რომელმაც, ბრიტანეთის უნივერსიტეტის ტროპიკული დაავადებების სპეციალობის დამთავრების შემდეგ ცხოვრების ოცი წელი არა მარტო კეთროვანთა და მალარიით დაავადებულთა მკურნალობას შესწირა, არამედ კოლონიურ საზოგადოებასთან ბრძოლასაც. ის ოგოჟაში, კროს რივერის ამ მხარეში ერთადერთი ექიმი იყო და ყველაფერს მარტო აკეთებდა. 1948 წელს ნანგრევებად ქცეული საფრანგეთი 8 წლის ჟან-მარიმ ძმასთან და დედასთან ერთად დატოვა და სატვირთო გემით აფრიკისკენ გაემართა. სწორედ აქ, კაიუტაში, მოსწავლის ორ რვეულში, დაიწყო თავისი პირველი რომანების წერა.
 
ლე კლეზიოსთვის აფრიკა ნამდვილი თავისუფლება იყო: წელიწადის დროთა მძვინვარება, თავისუფალი ცხოვრების ბედნიერება, სავანაში ფეხშიშველი სირბილით ტკბობა, ტერმიტების უზარმაზარი ბუდეების ნგრევის სიამოვნება, უსაზღვრო ტყე-ველებში სამუდამოდ ჩაკარგვის სურვილი. ველური ბავშვის ეს ოცნება ორი წელი გაგრძელდა, მაგრამ ოგოჟათი აღფრთოვანება, წარსულის გახსენება და სინანული, რომ მამის გაგება და შეყვარება ვერ შეძლო, მწერალს მთელი ცხოვრება გაჰყვა. 
 
„აფრიკელი“ მთავარი წიგნია ლე კლეზიოს შემოქმედების გასაგებად. რომანი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.
 
წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
 

ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს აფრიკელი ინტიმური ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც მწერალმა 64 წლის ასაკში დაწერა. ლე კლეზიო წერს აფრიკელზე, მამაზე, რომელმაც, ბრიტანეთის უნივერსიტეტის ტროპიკული დაავადებების სპეციალობის დამთავრების შემდეგ ცხოვრების ოცი წელი არა მარტო კეთროვანთა და მალარიით დაავადებულთა მკურნალობას შესწირა, არამედ კოლონიურ საზოგადოებასთან ბრძოლასაც. ის ოგოჟაში, კროს რივერის ამ მხარეში ერთადერთი ექიმი იყო და ყველაფერს მარტო აკეთებდა. 1948 წელს ნანგრევებად ქცეული საფრანგეთი 8 წლის ჟან-მარიმ ძმასთან და დედასთან ერთად დატოვა და სატვირთო გემით აფრიკისკენ გაემართა. სწორედ აქ, კაიუტაში, მოსწავლის ორ რვეულში, დაიწყო თავისი პირველი რომანების წერა.

ლე კლეზიოსთვის აფრიკა ნამდვილი თავისუფლება იყო: წელიწადის დროთა მძვინვარება, თავისუფალი ცხოვრების ბედნიერება, სავანაში ფეხშიშველი სირბილით ტკბობა, ტერმიტების უზარმაზარი ბუდეების ნგრევის სიამოვნება, უსაზღვრო ტყე-ველებში სამუდამოდ ჩაკარგვის სურვილი. ველური ბავშვის ეს ოცნება ორი წელი გაგრძელდა, მაგრამ ოგოჟათი აღფრთოვანება, წარსულის გახსენება და სინანული, რომ მამის გაგება და შეყვარება ვერ შეძლო, მწერალს მთელი ცხოვრება გაჰყვა.

აფრიკელი მთავარი წიგნია ლე კლეზიოს შემოქმედების გასაგებად. რომანი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

ოქმი

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო

₾ 11.95

Rating details · 745 ratings · 2197 reviews