რენე კალანდია - 100 ლექსი

რენე კალანდია

₾ 5.40

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941420924
გვერდები 128
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2013
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

რენე კალანდია მომავლის პოეტია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ძნელი გასაგებია. პირიქით, „ადვილი“ პოეტია. მისი ლექსი სავსებით შეესაბამება თანამედროვე გემოვნებასა და განწყობილებას. ზუსტად ასახავს დროს და ამიტომაც ეკუთვნის მომავალს, როგორც თანადროულობის პოეტური დოკუმენტი.

 

ეს არის ღია შეგრძნებათა სამყარო, რომლის ინტერიერში გამოირჩევა მძაფრი თემები: სამოქალაქო ომი, განუკითხაობა, დიქტატურა, ტერორი, სოხუმი, ზუგდიდი, აყრილი ღირსება, შიში, შიმშილი, ზნეობის კრიზისი და მისთანანი. რენე კალანდიას პოეტური სამყარო ხმაურისა და პროტესტის ესთეტიკაზეა დაფუძნებული. თავისი მეამბოხე სულისკვეთებით იგი უახლოვდება ნეოავანგარდიზმის იმ ფრთას, რომელიც განსაკუთრებული სოციალური აქტივობით გამოირჩევა და იბრძვის კონფორმიზმისა და მერკანტილიზმის წინააღმდეგ.