პირადი მიმოწერა - თომას მანი, ჰერმან ჰესე

თომას მანი, ჰერმან ჰესე

₾ 19.95

Rating details · 154 ratings · 610 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941470035
გვერდები 274
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2016
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა
 
გერმანული (და მსოფლიო) ლიტერატურის კლასიკოსების – თომას მანისა და ჰერმან ჰესეს პირადი მიმოწერა თანაბრად აქტუალური საკითხავია ლიტერატორებისთვის, კულტუროლოგებისთვის, სოციოლოგებისთვის. 
დიდი მწერლების ამ ეპისტოლურ დიალოგში, არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატები მოიაზრება, არამედ მთელი ეპოქა, ადამიანები, სახელმწიფოები, ვინც დაძაბულ და ექსტრემალურ დროში მთავარი ფასეულობების გადასარჩენადაა მომართული.
 
მიმოწერაში მკაფიოდ იკითხება თავად მწერლების პირუთვნელი, მტკიცე და უკომპრომისო ხასიათი, მათი დიდსულოვნება ადამიანის ბედის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტების მიმართ.
 
ამ წიგნში კარგად ჩანს თუ როგორ ცხოვრობენ დიდი მწერლები, რისგან შედგება მათი პირადი ბიოგრაფია, რა მასშტაბებისაა მათი თუნდაც ჩვეულებრივი, ყოფითი ნაბიჯები, რომლებითაც, საბოლოოდ, კაცობრიობა პროგრესის გზას გადის.
 
 

გერმანული (და მსოფლიო) ლიტერატურის კლასიკოსების - თომას მანის და ჰერმან ჰესეს პირადი მიმოწერა თანაბრად აქტუალური საკითხავია ლიტერატორებისთვის. კულტუროლოგებისათვის, სოციოლოგებისათვის. დიდი მწერლების ამ ეპისტოლარულ დიალოგში არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატები მოიაზრება, არამედ მთელი ეპოქა, ადამიანები, სახელმწიფოები, ვინც დაძაბულ და ექსტრემალურ დროში მთავარი ფასეულობების გადასარჩენადაა მომართული.

მიმმოწერაში მკაფიოდ იკითხება თავად მწერლების პირუთვნელ;ი, მტკიცე და უკომპრომისო ხასიათი, მათი დიდსულოვნება ადამიანის ბედის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტების მიმართ.

ამ წიგნში კარგად ჩანს თუ როგორ ცხოვრობენ დიდი მწერლები, რისგან შედგება მათი პირადი ბიოგრაფია, რა მასშტაბებისაა მათი თუნდაც ჩვეულებრივი, ყოფითი ნაბიჯები, რომლებითაც საბოლოოდ, კაცობრიობა პროგრესის გზას გადის.