რძის ფოსტა

ბესიკ ხარანაული

₾ 8.95 ₾ 14.95 -40%

Rating details · 3 ratings · 6 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941466137
გვერდები 80
ფორმატი 16x22
გამოცემის თარიღი 2016
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

წიგნის მხატვარია თეონა ჭანიშვილი

 

გამოქვეყნებული ტექსტი, კაცმა რომ თქვას, ავტორს აღარ ეკუთვნის. ის მკითხველისაა და მას შეუძლია (თუ მართლა შეუძლია), მწერლის ტექსტებისგან ახალი ნაწარმოები შეადგინოს _ „უავტორო“ ნაწარმოები.
ბესიკ ხარანაული ერთგან წერს: „ყველა წიგნისაგან უკეთესი ის არის, რომელსაც არ სჭირდება ავტორი“.

 

მის ადრინდელ ნაწარმოებებში მოიძებნება ოთხი ტექსტი, რომელთა შეერთებით შეგვიძლია მივიღოთ ახალი, „უავტორო“ ნაწარმოები. ესენია: 1. ფრაგმენტი პოემისა წიგნი ამბა ბესარიონისა, რომელსაც სათაურად რძის ფოსტა ჰქვია; 2. კარტოფილის ამოღება; 3. კნუტები; 4. სიტყვების უქონლობის გამო.

 

ამას მეცნიერები რეტროსპექტულ დისკურსს ან ყოფით ნარატივს უწოდებენ. ჩვენ უავტორო ნაწარმოები ვუწოდოთ. ან რა მნიშვნელობა აქვს, რას დავარქმევთ. მთავარია, რომ ჩვენ წინაშეა მოულოდნელი ბესიკ ხარანაული – ოთხნაწილიანი მთელი, განახლებადი მუდმივი“ (იდეის ავტორისა და შემდგენლის – ივანე ამირხანაშვილის წინასიტყვაობიდან).

 

რძის ფოსტა

ბესიკ ხარანაული

₾ 8.95 ₾ 14.95 -40%

Rating details · 3 ratings · 6 reviews

დიდი სმა

ბესიკ ხარანაული

₾ 9.95 ₾ 19.95 -50%

Rating details · ratings · reviews