შიზოგადოება

პაატა შამუგია

₾ 8.95

Rating details · 2 ratings · 6 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941458118
გვერდები 96
ფორმატი 12.5x17
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

„მეკითხებიან: რატომ წერ? და ამ კითხვასა და ჩემს სხეულს შორის აღმართულ პუნქტუაციის კუზიან უფსკრულს შიშით ჩავყურებ“, – ეს „ძალიან პაატა შამუგიას“ დღევანდელი სიტყვებია, გუშინ, მისივე თქმით, „ცოტათი პაატა შამუგია“ რომ იყო და კაცმა არ იცის, ხვალისთვის რას გვიმზადებს, რას უნდა ველოდეთ ამ თამამი ექსპერიმენტების მოყვარული პოეტისგან, რომელიც საღამოობით ანკესს მოიგდებს ხოლმე ზურგზე – მიდის მდინარეზე და თევზაობს მეტაფორებზე, სიმბოლოებზე, ალეგორიებზე, სხარტ ეპითეტებზე, ზორბა ჰიპერბოლებსა და ზუთხივით მეტაფორებზე.
 

ენობრივი თამაშები, კომიკურის და ტრაგიკულის ოსტატური სინთეზი – პაატა შამუგიას სახასიათო სტილი და პოეტიკა ამ წიგნშიც გრძელდება. თუმცა, „შიზოგადოება“ ავტორის წინამორბედი კრებულებისგან თვისებრივად განსხვავებულია. ამ განსხვავებას მკითხველი თავად ნახავს, როცა წაიკითხავს და „შიზოგადოების“ სრულუფლებიან წევრობას მოიპოვებს.

 

პაატა შამუგიას „შიზოგადოება“ ლიტერატურული პრემია საბას 2015 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული.
 

„მეკითხებიან: რატომ წერ? და ამ კითხვასა და ჩემს სხეულს შორის აღმართულ პუნქტუაციის კუზიან უფსკრულს შიშით ჩავყურებ“, – ეს „ძალიან პაატა შამუგიას“ დღევანდელი სიტყვებია, გუშინ, მისივე თქმით, „ცოტათი პაატა შამუგია“ რომ იყო და კაცმა არ იცის, ხვალისთვის რას გვიმზადებს, რას უნდა ველოდეთ ამ თამამი ექსპერიმენტების მოყვარული პოეტისგან, რომელიც საღამოობით ანკესს მოიგდებს ხოლმე ზურგზე – მიდის მდინარეზე და თევზაობს მეტაფორებზე, სიმბოლოებზე, ალეგორიებზე, სხარტ ეპითეტებზე, ზორბა ჰიპერბოლებსა და ზუთხივით მეტაფორებზე.


ენობრივი თამაშები, კომიკურის და ტრაგიკულის ოსტატური სინთეზი – პაატა შამუგიას სახასიათო სტილი და პოეტიკა ამ წიგნშიც გრძელდება. თუმცა, „შიზოგადოება“ ავტორის წინამორბედი კრებულებისგან თვისებრივად განსხვავებულია. ამ განსხვავებას მკითხველი თავად ნახავს, როცა წაიკითხავს და „შიზოგადოების“ სრულუფლებიან წევრობას მოიპოვებს.



პაატა შამუგიას შიზოგადოება ლიტერატურული პრემია საბას 2015 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული