მეათე მოწმე და სხვა

ვოვა სიხარულიძე

₾ 14.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941313134
გვერდები 306
ფორმატი 15x21
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„მეათე მოწმე და სხვა...“ – ესაა ვოვა სიხარულიძის სრული შემოქმედება ერთ წიგნში.
  
„1969-1970 წლები. ქართველებს სცალიათ წიგნისთვის. სცალიათ ქართული მწერლობისთვის. ახალი სახელები... მახვშები ოსტატობიდან დიდოსტატობის სარბიელზე გადიან. სუფრაზე პოლიტიკის ნაცვლად ლიტერატურაზეა საუბარი... 
 
და თითქოს ცა ჩამოიქცაო და ბევრს აღმოხდა – მოვიდა! დაბრუნდა საპყრობილიდან გამოსული, ერთ ღამეში გაჭაღარავებული ახალგაზრდა კაცი – ვოვა სიხარულიძე. მოვიდა მოთხრობებით: „მაცგი“, „უხამსი“ და XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი შედევრით „მეათე მოწმე“. მოვიდა და ერთ დღეში გახდა ჩვენთვის, მათთვის, ვინც პირველად შეჰბედეს კალამს, სენსეი! სენსეი, რომელიც წაკითხვისთანავე შემიყვარდა. 
 
როცა 14 წლის წინ „მეათე მოწმე“ ჩვენს ჟურნალში – „XX საუკუნეში“ დავბეჭდე, უამრავი ახალგაზრდა ჩამეკითხა, ვინ იყო ეს ფანტასტიკური მწერალიო. გული მეტკინა, ნუთუ ასე მოკლეა შედევრის წუთისოფელი? თვითონ ვოვას სწორედ სიტყვის წინაშე უზარმაზარმა პასუხისმგებლობამ დააწერინა ასე ცოტა...“, – ლაშა თაბუკაშვილი.