თბილისური კატალოგი

ნოდარ სუმბაძე

₾ 29.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941487552
გვერდები 56
ფორმატი 21.50/20.50
გამოცემის თარიღი 2021
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

„თურქული სიტყვა „აჯაფსანდალი“, რომელიც სავარაუდოდ „რა ლამაზი ხარ“-ს ნიშნავს, ყველა კავკასიელისთვის ოჯახში სათუთად მომზადებული გემრიელი საჭმელის ასოციაციას იწვევს. ლოგიკურად ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო კომპონენტების ნაზავი პარადოქსულ ეფექტს გვაძლევს. სწორედ ასეთი ნარევის მსგავსი ანალოგიაა ჩემთვის თბილისი. აღმოსავლურ-დასავლური, აზიურ-ევროპული მიქსი, არქიტექტურული სტილებისა და ხელოვნების მიმდინარეობების ცოცხალი ენციკლოპედია, წარსულის უკიდეგანო იდუმალი სიღრმეებიდან ამოსული და კიდევ უფრო იდუმალი მომავლისკენ მიმართული „დროის მანქანა“... თბილისის უკვდავებისა და მიმზიდველობის მთავარი პარამეტრები მისი მუდმივი, კალეიდოსკოპური ცვალებადობის პროცესიდან გამომდინარეობენ...“ – ავტორის წინასიტყვაობიდან.
 
ალბომი აერთიანებს არქიტექტორ ნოდარ სუმბაძის 25 ფოტოკოლაჟს, რომელსაც ერთვის ავტორისავე მცირე ესეები თბილისური სახლების აივნებზე, აბრებზე, სვეტისთავებზე; სადარბაზოების, შენობების ფასადების დეტალებზე... აქ წააწყდებით როგორც ბავშვების თანამედროვე, მხიარულ ნახატებს დედაქალაქის ქუჩების კედლებზე, ისე გაქრობის პირას მისულ აუზებსა თუ ლითონის საფოსტო ჭრილებს, რომელიც ძველად თითქმის ყველა სადარბაზოს კარს ამშვენებდა.