იაკი კაბე ლექსები

ირაკლი კაკაბაძე

₾ 16.95

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941444555
გვერდები 210
ფორმატი 12x12
გამოცემის თარიღი 2018
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

თანამედროვე ლექსის ტექნიკის შესაძლებლობათა გაფართოების ფონზე, საოცარია, რომ არ ნელდება ინტერესი უძველესი იაპონური სალექსო ფორმების: ტანკასა და ჰაიკუს მიმართ. XXI საუკუნის მსოფლიო კვლავ წარმოშობს კაძინს – ანუ ტანკას მთხზველს. ტანკას ქართველი ავტორი საკუთარ თავს იაკი კაბედ გვაცნობს, რათა პოეტური გარდასახვის ჯადოქრული ძალით მიაღწიოს თითქმის შეუძლებელს – იაპონური ეროვნული სალექსო ფორმა ბუნებრივი და ახლობელი გახადოს ქართველი მკითხველისთვის.

 

იაკი კაბეს 100 ტანკა საუკეთესო საჩუქარია მკითხველთა იმ წრისთვის, ვისაც უყვარს იაპონური კულტურა, პოეზია, სადაც მეზობლობა სულიერი სიახლოვით იზომება და ფიზიკური სიშორე სრულად ქარწყლდება.