ქართველებთან და საქართველოში

ბერტა ფონ ზუტნერი

₾ 11.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941487699
გვერდები 174
ფორმატი 12,50/19
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ხშირად ისმის კითხვა – რატომ არ ჩანდნენ ქალები ისტორიაში, ხელოვნებაში, მწერლობაში? ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს ბერტა ფონ ზუტერის მოგონებებში აუცილებლად ვიპოვით, რადგან ერთი შეხედვით შემთხვევითობამ, რომელმაც ბერტა ფონ ზუტნერი მე-19 საუკუნის მიწურულს, საკმაოდ ხანგრძლივი დროით, ცხრა წლით, დააკავშირა საქართველოს, მისცა მოცალეობისა და ფიქრის დრო, მოვლენებზე დაკვირვებისა და თანამოაზრესთან, მეუღლესთან დაუსრულებელი მსჯელობის შესაძლებლობა, რამაც შემდგომ განსაზღვრა კიდეც მისი ცხოვრების გზა.
 
 
ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში გატარებულმა წლებმა (1876-1885), ავტორის აღიარებით, ცოლ-ქმარი ჩამოაყალიბა მწერლებად და პუბლიცისტებად. ამიტომ დღეს, ბერტა ფონ ზუტნერის მოგონებების განახლებული გამოცემა, სადაც საქართველოში და ქართველებთან პერიოდია აღწერილი, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საქართველოდან სამშობლოში, ავსტრიაში დაბრუნებული ბერტა ფონ ზუტნერი იქცა მსოფლიოში იმ დროის ყველაზე პოპულარულ ქალად, სამშვიდობო მოძრაობების ფუძემდებლად, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალად (1905), ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის დაუცხრომელ მებრძოლად...
 
სალომე ადამია
მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP)
 
 წიგნი გერმანულიდან თარგმნა ნოდარ კაკაბაძემ