გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941238635
გვერდები 371
ფორმატი 14.50 X 21.50
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

მთარგმნელი: დავით წერედიანი

დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება, დიდი ხანია, მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის'' იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოადგენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს'', რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა.
„ფაუსტის'' პირველი ნაწილი 1810 წელს გამოქვეყნდა, მეორე – 1832 წელს, მწერლის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. თუ ტრაგედიის პირველი ნაწილი ხალასი პოეზიითა და ემოციურობით გამორჩეული შედევრია და ძირითადად მიჰყვება დოქტორ ფაუსტის ლეგენდას, მეორე ნაწილში გოეთე მეტ იმპროვიზაციას მიმართავს. ეს ნაწილი, თომას მანის სიტყვებით, „სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ – მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს“. 
დავით წერედიანმა ამჯერადაც ოსტატურად აამღერა ეს წყაროები ქართულად და შეგვიძლია „ფაუსტის“ მეორე, ნაკლებ დრამატულ და უფრო პოეტურ ნაწილს მშობლიურ ენაზეც გავეცნოთ.


ოქმი

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო

₾ 11.95

Rating details · 745 ratings · 2197 reviews

წყვდიადის გული

ჯოზეფ კონრადი

₾ 19.95

Rating details · 364889 ratings · 598631 reviews