თედო ჟორდანია - ქრონიკები (II ტომი)

თედო ჟორდანია

₾ 75.00

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478147
გვერდები 758
ფორმატი A4
გამოცემის თარიღი 2018
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

თედო ჟორდანიას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული საისტორიო მეცნიერების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით დიდია მისი როლი საისტორიო წყაროების გამოვლენა-გამოქვეყნებაში. მეცნიერმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის დროს დიდძალი მასალა შეკრიბა, დაამუშავა და გამოსცა „ქრონიკების“ სახით ორ ტომად – 1892 და 1897 წლებში (მესამე ტომი მისი გარდაცვალების შემდეგ – 1967 წელს გამოიცა).

 

თედო ჟორდანიას პირად ფონდში (საქართველოს ეროვნული არქივი) სხვა მნიშვნელოვან მასალასთან ერთად დაცულია „ქრონიკების“ I და II ტომების გამოცემებიც. ამ ავტორისეულ ეგზემპლარებს, გვერდების არშიებზე, ან ჩანართი ფურცლების სახით, თედო ჟორდანიასავე ხელით, მიწერილი და დართული აქვს სხვადასხვა სახის საისტორიო ცნობები, ისტორიული საბუთების ტექსტები (რომელთა უმრავლესობა დღეს შემორჩენილი აღარ არის), ტაძრების წარწერები, გენეალოგიური ტაბულები და სხვ., აგრეთვე ავტორისეული მოსაზრებები და შენიშვნები.

 

2004 წელს „არტანუჯმა“ სერიით „არტანუჯის წყაროები“ გამოსცა უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული „ქრონიკების“ I ტომის ფოტოტიპური გამოცემა. ამის შემდეგ გახდა ცნობილი სარედაქციო ჯგუფისთვის „ქრონიკების“ ავტორისეული ცალების არსებობის შესახებ.

 

ამჯერად, თედო ჟორდანიას „ქრონიკების“ II ტომის ფოტოტიპურ გამოცემას ძირითადი ტექსტის გარდა დართული აქვს ის საისტორიო მასალაც, რომელიც მკვლევარმა ნაშრომის გამოცემის შემდეგ მოიპოვა ან იკვლია. გამოცემაში ზედმიწევნითი სიზუსტითაა შეტანილი ჟორდანიასეული სწორება-დამატებები და ტექნიკური თვალსაზრისით, შესაბამისი მითითებებით, მკითხველისათვის მოსახერხებლადაა მიწოდებული. ამას გარდა, გამოცემას თან ერთვის როგორც ძირითადი ნაწილის, ასევე ავტორის მიერ გვიან, ხელით ჩამატებული ტექსტების საძიებლებიც.