სიყვარულის ხელოვნება

ერიხ ფრომი

₾ 6.00 ₾ 12.00 -50%

Rating details · 42893 ratings · 117111 reviews

გამომცემლობა აზრი
ISBN 9789941945854
გვერდები
ფორმატი
გამოცემის თარიღი
ყდა
სტატუსი არ არის გაყიდვაში

მამაკაცისა და ქალის ურთიერთსაპირისპირო წინააღმდეგობაზე მსჯელობას აუცილებლად მივყავართ სიყვარულისა და სექსის განხილვამდე. მე აქამდეც მისაუბრია ფროიდის ცდომილების შესახებ, როდესაც იგი სიყვარულს სახავდა როგორც მხოლოდ გამოხატულებას, ან სუბლიმაციას სექსუალური ინსტინქტისა. ნაცვლად იმისა, რომ ეღიარებინა სექსუალური სურვილი როგორც ერთ-ერთი გამოვლინება და მტკიცებულება სიყვარულისა და შერწყმის ადამიანური მოთხოვნილებისა. მაგრამ ფროიდის შეცდომა უფრო ღრმადაც მიდის...

ერიხ ფრომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომი - "სიყვარულის ხელოვნება" ეძღვნება არც თუ ისე მარტივი გრძნობის - სიყვარულის ადამიანში წარმოქმნისა და შენარჩუნების ფსიქოლოგიურ ასპექტებს.
არის სიყვარული ხელოვნება? თუ არის, მაშინ იგი ცოდნასა და ძალისხმევას მოითხოვს. ან იქნებ სიყვარული მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებაა, რომლის განცდაც შემთხვევითობას, გამართლებას უკავშირდება? ეს პატარა წიგნი აგებულია პირველ პირობაზე. მაშინ, როდესაც დღეს უმეტესობას, უდავოდ, მეორე ვერსიისა სწამს.